Monday, February 1, 2010

ტექსტის კონვერტაცია უნიკოდში

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ტექსტი AcadNusx–ში გაქვთ მომზადებული და ითხოვენ უნიკოდით შესრულებას, როგორ ვიქცევით?
ა) ვწერთ ტექსტს თავიდან უნიკოდში;
ბ) შევდივართ www.convert.ge–ზე და ვცვლით კოდირებას.

მაგრამ, თუ ტექსტის წერა გვეზარება და არც ინტერნეტია? ან სულაც დოკუმენტი Excell–ის ცხრილია, მაშინ? სწორედ ასეთ სიტუაციაშია შექმნილი ქვემოთ მოცემული Excell–ის ცხრილი.
საკმარისია sheet1–ზე გადმოიტანოთ თქვენი ცხრილი, გაუშვათ მაკროსი (ctrl + m) და დააკვირდით თქვენი ტექსტი ასო–ასო როგორ იცვლება უნიკოდით, თან ამ დროს ცხრილის სტრუქტურა და ფორმატიც უცვლელი დარჩება!
შესაძლებელია პირიქითაც, უნიკოდი – მხატვრული შრიფტი (ctrl+n).
PS. გაითვალისწინეთ! უსაფრთხოების მიზნით მაკროსები შეიძლება დაბლოკილი იყოს, აუცილებლად ჩართეთ!



ეს კი თვითონ ფაილი

იგივე მიზანი აკისრია Word–ის ფაილს, რომელიც უფრო მოგვიანებით გავაკეთე, რადგანაც convert.ge_თიც მშვენივრად გავდიოდი იოლას, მსურველებს შეგიძლიათ გადმოიწეროთ, ინსტრუქციები და მაკროსის კოდიც ტექსტური სახით ერთად არის.


6 comments:

  1. შემოგთავაზებ მაკროსის სრულყოფას, იდეალური იქნებოდა, რომ ამოწმებდეს და მარტო ის ტექსტი გადაყავდეს, რომელიც არის აკადნუსხურში, ამით დაიცავ თუ ტექსტში ინგლისური სიტყვებიცაა
    სხვანაირად ეს პრიმოჩკა კარგია მხოლოდ სუფთა ქართული ტექსტების დასაკონვერტებლად

    ReplyDelete
  2. გეთანხმები, სწორი შენიშვნაა, ეს მაკროსი ორიოდ წლის წინ გავაკეთე ექსპრომტად, როცა რესურსცენტრში სკოლის სახელობითი სიები იყო სასწრაფოდ წარსადგენი. მაშინ ძალიან მიშველა. ამ ერთი თვის წინ დავამატე საწინააღმდეგო მიმართულებით გადაყვანა.
    როცა რამეს ბლოგზე დებ, ალბათ მაქსიმალურად დასრულებული უნდა იყოს.

    ReplyDelete
  3. Sub perecod()
    /// Secure Code ;)
    End Sub

    Sub Unperkod()
    /// Secure Code ;)
    End Sub

    ReplyDelete
  4. გაგეხსნათ ტექსტი და გამოიყენებდა კაცი რამეში, რა საიდუმლო ეგაა.
    ამ ფორმით მაკროსი პრაქტიკულად გამოუსადეგარია, ეგრევე მთელ შიტს ებდღვნება და გადაყავს ლინკებიან–ინგლისურიან–აბრევიატურიანად.

    ReplyDelete
  5. მომეცი მაილი და გამოგიგზავნი კოდს. საიდუმლო ნამდვილად არ არის. უბრალოდ იმდენად პრიმიტულია, გამომზეურება მომერიდა.
    ისე, მადლობისთვის არ გამომიქვეყნებია ეგ ფაილი თუმცა, საყვედურებს ნამდვილად არ მოველოდი.

    ReplyDelete
  6. gaumarjos :) erti source mec gadmomigzavne tu ar shewuxdebi primitiulit daviwyeb gvineee.ge@gmail.com madloba winaswar :)

    ReplyDelete