Tuesday, March 2, 2010

მოსწავლეთა კონტინგენტი

ერთ–ერთი საჭირო და აუცილებელი პროგრამა სკოლის კონტინგენტის აღრიცხვისა და მართვისათვის. იგი წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა მონაცემთა ბაზას. მისი მთავარი ფორმა წარმოდგენილია პირველ სურათზე. მისი საშუალებით შეიძლება მოახდინოთ სიის გაფილტრვა კლასის, კლასის ინდექსის, სახელის, გვარის და ა.შ. ფორმაზე მითითებული ყველა მონაცემის მიხედვით. შემდგომი დამუშავების მიზნით შესაძლებელია გაფილტრვის შედეგების ექსელის ცხრილში ექსპორტი.



ამავე ფორმიდან შესაძლებელია ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლეთა გამოშვება ბრძანების ნომრისა და თარიღის დაფიქსირებით და კლასიდან კლასში გადაყვანა, ასევე ბრძანების ნომრისა და თარიღის დაფიქსირებით.
ამავე ფორმიდან ხდება ახალი მოსწავლის შეტანა მონაცემთა ბაზაში. ღილაკზე "ჩარიცხვა" დაწკაპებით იხსნება ჩარიცხვის ფორმა სურათი მეორე:



იმისათვის, რომ ნახოთ რომელიმე მოსწავლის პირადი მონაცემები, საკმარისია მთავარ ფორმაზე ფილტრის საშუალებით მოიძიოთ საჭირო პიროვნება და მის ჩანაწერზე ორმაგი დაწკაპება მოახდინოთ. გაიხსნება ფორმა მოსწავლის პირადი მონაცემებით:
















ამ ფორმაზე შესაძლებელია მოსწავლის მონაცემების ჩასწორება/განახლება, დაბეჭდვა (სურათი მეოთხე) და საჭიროების შემთხვევაში მისი ამორიცხვა.








2 comments:

  1. ირაკლი გამარჯობათ , ძალიან დამაინტერესა თქვენმა ამ პროგრამამ სად შეიდზლება ან როგორ შეიძლება მისი ხელში ჩაგდება?
    ჩემი მისამართია khatuna77@gmail.com

    ReplyDelete
  2. ირაკლი ეს Access-შია ხო გაკეთებული? ე.ი. შენ მონაცემთა ბაზებში კარგად ერკვევი? ეს ძალიან საინტერესო ინფორმაციაა ჩემთვის:) ... ეს ბაზა რაღაცით წააგავს სამინისტროს ბაზის ფორმატს - რამდენიმე წლის წინ მოსწავლეთა აღრიცხვისთვის რომ დადეს... მარა აშკარად გაუმჯობესებული ვარიანტია. ხათუნას შეკითხვას გავიმეორებდი: სად და როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ჩემთვის ეს პროგრამა?

    ReplyDelete