Tuesday, March 2, 2010

მოსწავლეთა კონტინგენტი

ერთ–ერთი საჭირო და აუცილებელი პროგრამა სკოლის კონტინგენტის აღრიცხვისა და მართვისათვის. იგი წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა მონაცემთა ბაზას. მისი მთავარი ფორმა წარმოდგენილია პირველ სურათზე. მისი საშუალებით შეიძლება მოახდინოთ სიის გაფილტრვა კლასის, კლასის ინდექსის, სახელის, გვარის და ა.შ. ფორმაზე მითითებული ყველა მონაცემის მიხედვით. შემდგომი დამუშავების მიზნით შესაძლებელია გაფილტრვის შედეგების ექსელის ცხრილში ექსპორტი.



ამავე ფორმიდან შესაძლებელია ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლეთა გამოშვება ბრძანების ნომრისა და თარიღის დაფიქსირებით და კლასიდან კლასში გადაყვანა, ასევე ბრძანების ნომრისა და თარიღის დაფიქსირებით.
ამავე ფორმიდან ხდება ახალი მოსწავლის შეტანა მონაცემთა ბაზაში. ღილაკზე "ჩარიცხვა" დაწკაპებით იხსნება ჩარიცხვის ფორმა სურათი მეორე:



იმისათვის, რომ ნახოთ რომელიმე მოსწავლის პირადი მონაცემები, საკმარისია მთავარ ფორმაზე ფილტრის საშუალებით მოიძიოთ საჭირო პიროვნება და მის ჩანაწერზე ორმაგი დაწკაპება მოახდინოთ. გაიხსნება ფორმა მოსწავლის პირადი მონაცემებით:
















ამ ფორმაზე შესაძლებელია მოსწავლის მონაცემების ჩასწორება/განახლება, დაბეჭდვა (სურათი მეოთხე) და საჭიროების შემთხვევაში მისი ამორიცხვა.








Tuesday, February 9, 2010

საგადახდო დავალება

არსებობს კი სკოლაში, ისეთი სახის საქმიანობა, რომელში ჩართვაც სკოლის ინფომენეჯერს ერთხელ მაინც არ მოუწიოს? ალბათ უმეტესობა ინფომენეჯერებისა დამეთანხმება, რომ არა.
ქვემოთ მოყვანილი პროგრამა გამოიყენება ინფო მენეჯერების "მოღვაწეობის" ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა ბუღალტერია.
პროგრამა იმდენად მარტივია მოხმარებაში, რომ ნებისმიერი ბუღალტერი დამოუკიდებლადაც გაართმევს თავს და ამ საკითხზე ინფომენეჯერს აღარასოდეს შეაწუხებს :)! პროგრამის შექმნაც სწორედ ამას ისახავდა მიზანად თუმცა, პირიქით კი მოხდა. ახლა ბუღალტერი უფრო სერიუზულ საკითხებზე, გაცილებით თამამად "აწუხებს" პროგრამის ავტორს :).
პროგრამა წაროადგენს MS Access–ში შექმნილ ბაზას და განკუთვნილია სხვადასხვა სახის ფულადი გადარიცხვების ქვითრების დასაბეჭდად, შემდომი დამუშავების მიზნით მათი ბაზაში შენახვით. პირველ სურათზე სწორედ ამ პროგრამის ფორმის პირველი ჩანართია წარმოდგენილი, "გადარიცხვები".





მიზანი მარტივია, შეავსეთ შესაბამისი ველები და მიაწკაპეთ ღილაკზე "ქვითრის დაბეჭდვა". პრინტერზე მიიღებთ ქვითარს მეორე სურათზე მოცემული სახით, ორ ეგზემპლარად. დამატებით ეგზემპლარების დასაბეჭდად კიდევ ერთხელ მიაწკაპეთ აღნიშნულ ღილაკზე.
ახალი გადარიცხვის შესასრულებლად მიაწკაპეთ ღილაკზე "ახალი გადარიცხვა". ქვითრის ნომერი ავტომატურად შეიცვლება +1–ით. თანხის მიმღების რეკვიზიტების ველები გასუფთავდება, ხოლო გადამხდელის _ უცვლელი დარჩება. უცვლელი დარჩება აგრეთვე თარიღის ველები, რომლებიც ყოველ ჩართვაზე მიმდინარე თარიღს აჩვენებს, საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა შესაძლებელია. შეუძლებელია მხოლოდ ქვითრის ნომრის შეცვლა, იგი ავტომატურად იცვლება. ავტომატურად იცვლება ასევე ველი "თანხა სიტყვიერად". იგი ავტომატურად განახლდება თანხის ველში მონაცემების შეცვლისთანავე.








თუ გადარიცხვა პერიოდულია, საქმეს გაგიმარტივებთ ველი "შაბლონი", ქვითრის დაბეჭდვამდე ეს ველი აუცილებლად შეავსეთ შესაბამისი სახელით (მაგ.: "საშემოსავლო", "პროფკავშირი", "დენი", "ბუნებრივი აირი", "ტელეფონი" და ა. შ.). მომავალში ანალოგიური გადარიცხვის შესასრულებლად საკმარისი იქნება ველიდან "შაბლონი" აირჩიოთ შესაბამისი სახეობა და შეავსოთ მხოლოდ თანხის ველი.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამა იმახსოვრებს ყველა რეკვიზიტს თანხის ყველა მიმღებზე, რომლის მიმართაც შესრულდა თუნდაც ერთი გადარიცხვა, მიუხედავად იმისა შაბლონითაა შენახული თუ არა. ამიტომ მიმღების დასახელების და მიმღების ბანკის ველები გახსნადი სიებია და იქ იპოვით ყველა მათგანს, ხოლო საინდეფიკაციო კოდი, ბანკის კოდი და ანგარიშის ველები ავტომატურად ივსება.
საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ გახსნათ ახალი საანგარიშო პერიოდი. მიმდინარე მონაცემები არქივში გადავა, ხოლო ქვითრების ათვლა დაიწყება 1–დან. არქივის ნახვა ყოველთვის შესაძლებელია ველიდან „საანგარიშო პერიოდი“. არქივის სახელები ემთხვევა საანგარიშო წლებს ("2009", "2008", "2007"...). საარქივო მონაცემებში ცვლილებები შეუძლებელია!
მონაცემთა ანალიზისათვის ისარგებლეთ მეორე ჩანართით "ძებნა". აქ შეგიძლიათ მოახდინოთ ოპერაციების გაფილტრვა/ძებნა თარიღის, გადახდის დანიშნულების, მიმღების დასახელების, სახაზინო კოდისა და თანხის მიხედვით, ნებისმიერი საანგარიშო პერიოდისათვის და ჯამური თანხის ჩვენებით. მაგალითისათვის მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ თქვენს მითითებულ პერიოდში რა თანხაა გადარიცხული ელექტრო ენერგიაში, საშემოსავლო ბეგარაში, ან სხვა სახის ანგარიშებზე.
შესაძლებელია რეზულტატის ექსპორტი MS Excell-ის ცხრილში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით (მაგ. წლიური ანგარიში).


Monday, February 1, 2010

ტექსტის კონვერტაცია უნიკოდში

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ტექსტი AcadNusx–ში გაქვთ მომზადებული და ითხოვენ უნიკოდით შესრულებას, როგორ ვიქცევით?
ა) ვწერთ ტექსტს თავიდან უნიკოდში;
ბ) შევდივართ www.convert.ge–ზე და ვცვლით კოდირებას.

მაგრამ, თუ ტექსტის წერა გვეზარება და არც ინტერნეტია? ან სულაც დოკუმენტი Excell–ის ცხრილია, მაშინ? სწორედ ასეთ სიტუაციაშია შექმნილი ქვემოთ მოცემული Excell–ის ცხრილი.
საკმარისია sheet1–ზე გადმოიტანოთ თქვენი ცხრილი, გაუშვათ მაკროსი (ctrl + m) და დააკვირდით თქვენი ტექსტი ასო–ასო როგორ იცვლება უნიკოდით, თან ამ დროს ცხრილის სტრუქტურა და ფორმატიც უცვლელი დარჩება!
შესაძლებელია პირიქითაც, უნიკოდი – მხატვრული შრიფტი (ctrl+n).
PS. გაითვალისწინეთ! უსაფრთხოების მიზნით მაკროსები შეიძლება დაბლოკილი იყოს, აუცილებლად ჩართეთ!



ეს კი თვითონ ფაილი

იგივე მიზანი აკისრია Word–ის ფაილს, რომელიც უფრო მოგვიანებით გავაკეთე, რადგანაც convert.ge_თიც მშვენივრად გავდიოდი იოლას, მსურველებს შეგიძლიათ გადმოიწეროთ, ინსტრუქციები და მაკროსის კოდიც ტექსტური სახით ერთად არის.